კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით ინნოვატის ჯორჯია“-ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც ინნოვატის ჯორჯია“ მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება კომპანია გპირდებით, რომ:

  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

ვებგვერდზე რეგისტრაციისას (ასევე შეკვეთის განხორციელებისას), საიტზე განთავსებული სამომხმარებლო წესების და პირობების გაცნობითა და თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.  თქვენ ასევე ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

კლიენტის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია სიახლეებისა და განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზების მიზნით ინახავდეს/ამუშავებდეს აღნიშნულ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ მითითებული მიზნისათვის (პირდაპირი მარკეტინგი) და მომსახურების გასაწევად გამოიყენება.

შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება

ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:

  • ანგარიშის გახსნა
  • ჩვენთან მომსახურების შეკვეთა
  • ინფორმაციის გაგზავნა და/ან რაიმე ინფორმაციის განხილვის გვერდზე დადება
  • კომენტარის განთავსება, ჩვენთვის საკუთარი აზრის გაზიარება
  • ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა
  • ჩვენთან დასაქმების მიზნით განცხადების გამოგზავნა
  • ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით მესამე მხარეთა მიერ წარმოდგენილი სპეციალური შეთავაზებებისათვის დარეგისტრირება (ერთობლივად მოიხსენიება, როგორც „საიდენტიფიკაციო აქტივობები“).

 

საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული პირადი ინფორმაციის წარმოდგენა, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომლის შევსებაც ნებაყოფლობითია. როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებ-გვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე. იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთისა კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა “Uniform Resource Locator”  იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვედით იქამდე სანამ ჩვენს ვებ-გვერდზე შეხვიდოდით, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“,„Web Beacons“, „Pixel Tags“.

ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:

  • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა.
  • ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
  • ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებ-გვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.
  • ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა

 

მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ:

 

  • ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით.
  • ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით.
  • ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების თავიდან აცილების მიზნით;
  • ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.
  • მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვებ-გვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით.
  • ასევე cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად.

ენა